пятница, 1 апреля 2011 г.

კახეთი — ისტორიული რეგიონი აღმოსავლეთ საქართველოში. მოიცავს მდინარე ივრის შიდა და ქვემო დინებისა და მდინარე ალაზნის აუზს. კახეთის ცალკეულ მხარეებს ეწოდებოდა გარეკახეთი (მდინარე ივრის შუა წელი), ქიზიყი (მდინარე ივრის ქვემო წელი), შიგნიკახეთი (მდინარე ალაზნის მარჯვენა სანაპირო) და გაღმამხარი (მდინარე ალაზნის მარცხენა სანაპირო). უძველეს დროს კახეთი გაცილებით მცირე ტერიტორიას მოიცავდა (მდინარე ივრის ზემო წელი თიანეთსა და უჯარმას შორის). ცენტრი ჩელეთი (ჟალეთი). IV საუკუნიდან — უჯარმა. კახეთზე გადიოდა მნიშვნელოვანი გზები. ხელსაყრელი სტრატეგიული მდებარეობის გამო დროთა ვითარებაში თავდაპირველი კახეთის გარშემო გაერთიანდა მომიჯნავე პოლიტიკური ერთეულები. ადრინდელი ფეოდალურ ხანაში კახეთი უკვე ერწო-თიანეთისა და თუშ-ხევსურეთის ტერიტორიასაც მოიცავდა. VIII საუკუნის ბოლოს კახეთის შემადგენლობაში შევიდა აგრეთვე კუხეთი და ჰერეთის ტერიტორიის ნაწილი (XV საუკუნიდან კი მთელი ჰერეთი). XI საუკუნიდან კახეთის პოლიტიკური ცენტრი თელავი, XV საუკუნიდან — გრემი.
საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფით კახეთი მოიცავს ახმეტის, გურჯაანის, დედოფლისწყაროს, თელავის, ლაგოდეხის, საგარეჯოს, სიღნაღის, ყვარლის მუნიციპალიტეტების ტერიტორიას და ქართველ მთიელთა ეთნოგრაფიულ კუთხეს - თუშეთს.

пятница, 11 марта 2011 г.

exit-path
ითამაშე
online game 
shen shegidzlia namdvil kacs etamasho

მიწისძვრა

ბუნებრივი მიზეზებით გამოწვეული დედამიწის ზედაპირის რხევა. მიწისძვრების უმრავლესობა სუსტია იმისთვის, რომ შესამჩნევი იყოს ადამიანისთვის. ზოგი მათგანი კი იწვევს დიდ ნგრევას, რასაც ხანდახან თან ახლავს მსხვერპლი

ბუნებრივი ძალებიდან მიწისძვრა ერთ-ერთი ყველაზე გამანადგურებელია. დიდი მასშტაბის მიწისძვრა შესაძლოა 10000-ჯერ მეტად დამანგრეველი იყოს, ვიდრე , მაგალითად, ატომური ბომბი, რომელიც 1945 წელს იაპონიის ქალაქ ჰიროსიმაში ჩამოაგდეს. მიწისძვრის დროს დედამიწა თითქმის ისევე ირყევა, როგორც გემი ზღვაში. ზოგჯერ მიწის ზედაპირზე წარმოიქმნება მიწისძვრის, ანუ სეისმური ტალღები. 1906 წელს სან-ფრანცისკოს მიწისძვრის დროს, თვითმხილველების თქმით, გაჩენილი მიწის ტალღები 1 მეტრ სიმაღლეს აღწევდა. მიწისძვრის სიმძლავრის მიხედვით, მიწა შეიძლება ოდნავ ან ძლიერად შეირყეს, რის გამოც რელიეფი იცვლის ფორმას. მაგალითად, სან-ფრანცისკოში აღმოაჩინეს, რომ სან-ანდრეასის ნაპრალი 6 მეტრით იყო გადაადგილებული.
მიწისძვრების უმეტესობა გრძელდება მხოლოდ რამდენიმე წამის განმავლობაში, მაგრამ ის შეიძლება გაგრძელდეს წუთით და ოდნავ მეტიც. მაგალითად, 1906 წლის სან-ფრანცისკოს მიწისძვრა მხოლოდ 40 წამი გაგრძელდა მაშინ, როდესაც 1964 წლის 24 იანვრის ალიასკის მიწისძვრა დედამიწას შვიდი წუთის განმავლობაში არყევდა. აქედან სამი საკმაოდ ძლიერი ინტენსივობის იყო.
ხშირად ძირითად მიწისძვრას თან სდევს შემდგომი ბიძგები. ყოველი მათგანი ნაკლებად ძლიერია წინანდელზე შედარებით. შემდგომ ბიძგებსაც შეუძლია დიდი ზიანის მიყენება. 1985 წელს ქალაქ მეხიკოში მომხდარმა მიწისძვრამ, მერკელის სკალის მიხედვით, 11 ბალი დააფიქსირა და ქალაქის ცენტრს დიდი ზიანი მიაყენა. მომდევნო დღეს შემდგომი ბიძგის ინტენსიობა 10 ბალს შეადგენდა და ქალაქი თითქმის მთლიანად განადგურდა. ორმა მიწისძვრამ 10000 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა


მერკალის სკალა
დღესდღეობით, სეისმოლოგები უპირატესობას ანიჭებენ მერკალის სკალას, რომელიც 1902 წელს იტალიელმა სეისმოლოგმა მერკალმა გამოიგონა. მისი სკალა 12-ბალიანია და, დაახლოებით ასეთია:
2 ბალი: ძალიან სუსტი რხევები, ოდნავ შესამჩნევი.
5 ბალი: საკმაოდ ძლიერი რხევა, საგნები ირხევა და ძირს ვარდება, მინები იმსხვრევა.
7 ბალი: ძალიანძლიერი რხევა. სახურავებიდან ცვივა კრამიტი, ზიგიერთი შენობა იბზარება.
8 ბალი: უძლიერესი ძალიდ რხევა. სუსტი ნაგებობები, ძეგლები და კედლები იშლება.
10 ბალი: დამანგრეველი ძალის რხევა. შენობების უმრავლესობა ინგრევა. მიწა იბზარება. შეიძლება გამოიწვიოს ცუნამიც.
12 ბალი: კატასტროფული ძალიდ რხევა. დედამიწის რელიეფი იცვლება. წარმოიშვება ზედაპირული სეისმური ტალღები. უდიდეს მსხვერპლს და ზარალს იწვევს.


მიწისძვრის ზონები
მანამ, სანამ მიწისძვრის ბუნებას შეისწავლიდნენ, მეცნიერები ადგენდნენ სპეციალურ რუკებს, რომლებზეც აღნიშნავდნენ მიწისძვრის წარმოშობის ადგილება მისი სიხშირის მიხედვით, ანუ ადგენდნენ სეისმურ დარაიონებას. მიუხედავად იმისა, რომ მიწისძვრის წარმოშობისაგან დედამიწის არც ერთი უბანი არ არის დაცული, არსებობს ისეთი ზონები, სადაც იგი მეტად მოსალოდნელია. ასეთ ზონებს განეკუთვნება ვულკანური ზონები, ისეთები, როგორიცაა ე. წ. ”ცეცხლოვანი რკალი” წყნარ ოკეანეში.
მიწისძვრების განსაზღვრისა და პროგნოზების მეთოდების გაუმჯობესების შედეგად, დაიხვეწა სპეციალური სეისმური რუკებიც და შესაძლებელი გახდა მიწისძვრის აქტივობის უფრო დეტალური სურათის დახატვა.
1960-იან წლებში სეისმოლოგია უფრო მეტად განვითარდა. მეცნიერები ქმნიდნენ სპეციალური სეისმური სადგურების ქსელს და აკვირდებოდნენ მიწის ყველანაირ ვიბრაციას. შეჯამებული შედეგების სეისმური რუკები აჩვენებდნენ, რომ მიწისძვრების წარმოქმნის ყველაზე საშიში მონაკვეთები მდებარეობს ახლად წარმოქმნილი მთების, ვულკანებისა და დედამიწის ქერქში არსებული ნაპრალების ადგილებში.
მიღებული მონაცემებით, კიდევ ერთხელ დამტკიცდა თეორია, რომლის მიხედვით, დედამიწის 100 კმ-ის სიღრმის ქერქი და მისი შემდგომი ფენა – მანტია, დაყოფილია რვა ტექტონურ ფილად, რომლებიც განლაგებულია დედამიწის შიდა, ნაწილობრივ გამდნარ ფენაზე – ასთენოსფეროზე. დედამიწის ამ ნაწილის მუდმივი აქტივობა იწვევს ტექტონური ფილების მოძრაობას.



წყალქვეშა მიწისძვრები
როდესაც მიწისძვრები ზღვაში ხდება, წარმოიქმნება დიდი ტალღა – ე. წ. ცუნამი. ოკეანის სიღრმეში ეს ტალღები ძნელად შესამჩნევია. ისინი ზღვაში 790 კმ/სთ-ში სიჩქარით მოძრაობენ, მაგრამ, როდესაც ნაპირს უახლოვდებიან, სიჩქარეს კარგავენ და სიმაღლეში იმატებენ, ზღვა უკან იხევს და უზარმაზარი ტალღების სერიებად იქცევა.
მცირე ზომის ყურეში შეღწევის დროს ცუნამის ტალღა სიგანეში იკუმშება და 20-მდე მეტრ სიმაღლეს აღწევს. ასეთი ცუნამი გზად ყველაფერს ანადგურებს. 1755 წელს, მიწისძვრის შემდეგ წარმოქმნნილმა 17-მეტრიანმა ცუნამიმ პორტუგალიის ქალაქ ლისაბონს გადაუარა. მიწისძვრის შემდგომმა ბიძგებმა გამოიწვიეს ნგრევა და ხანძარი. ლისაბონის შენობების სამი მეოთხედი დაინგრა, ნგრევამ 60000 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.
დედამიწა მუდმივ რყევას განიცდის, მიუხედავად იმისა, რომ კატასტროფული ხასიათის მიწისძვრები არც თუ ისე ხშირია, ყოველწლიურად მიწისძვრების მკვლევარი ექსპერტები, ანუ სეისმოლოგები აფიქსირებენ 500000 მიწისძვრას – დაახლოებით, ერთ მიწისქვეშა ბიძგს ყოველ წუთში. ამ რყევების უმრავლესობა შეუმჩნეველია ყველასათვის, გარდა სეისმოლოგებისა და მათი სუპერ-სენსორული მიწისძვრის დეტექტორისა, რომელსაც სეისმომეტრი ეწოდება.
წარსულში სეისმოლოგები მიწისძვრის სიმძლავრეს ზომავდნენ რიხტერის სკალით, რომელიც 1935 წელს წარმოადგინა ამერიკელმა ექსპერტმა ს. ფ. რიხტერმა და რომელსაც მისი სახელი დაერქვა. დღესდღეობით უპირატესობას ანიჭებენ მერკალის სკალას, რომელიც 1902 წელს იტალიელმა სეისმოლოგმა მერკალმა გამოიგონა.
მიწისძვრის დროს კერიდან ყოველმხრივ ვრცელდება დრეკადი სეისმური ტალღები: პირველადი, ანუ გრძივი (P) და მეორადი, ანუ განივი (S). გრძივ ტალღებში რხევა მიმდინარეობს ტალღის გავრცელების მიმართულებით, ხოლო განივ ტალღებში კი – ტალღის გავრცელების პერპენდიკულარულად. დედამიწის ზედაპირზე ეპიცენტრიდან ვრცელდება, აგრეთვე, ზედაპირული (L) სეისმური ტალღები.

ბუნებრივ ნიშნებზე დაკვირვება
მიწისძვრის პროგნოზირების დროს დიდი მნიშვნელობა აქვს ბუნებრივი ნიშნების გათვალისწინებას, მაგალითად, ცხოველების ქცევაზე დაკვირვებას. როდესაც მოსალოდნელია მიწისძვრა, ძაღლები ყმუიან, ცხენები შფოთავენ, ჩიტები კი მოუსვენრად დაფრინავენ წრეში. 1975 წლის ჩინეთის ერთ-ერთ ქალაქში მიწისძვრამდე მოსახლეობამ ამოიცნო რამდენიმე მომასწავებელი ნიშანი, მათ შორის ცხოველთა უცნაური ქცევაც და შეძლო თავის დაცვა საშინელი ნგრევისაგან.
მიწისძვრების ზონებში მეცნიერების დაკვირვების საგანს წარმოადგენს წყაროები. აქ ისინი ამონტაჟებენ სპეციალურ აპარატურას, რომელიც წყლის შემადგენლობას აჩვენებს. საქმე იმაშია, რომ მიწისქვეშა ძვრების დროს გამოიყოფა აირი, სახელწოდებით რადონი, რომელიც დადემიწის ზედაპირზე ამოდის და ერევა წყალს. ამგვარად, წყაროს  წყალში რადონის რაოდენობის მომატება შესაძლოა მიწისძვრის მანიშნებელი იყოს.
ხშირ შემთხვევაში მიწისძვრამდე დედამიწის ზედაპირიდან გამოიყოფა ელექტრულად დამუხტული გაზები, რომლებსაც ოდნავ შესამჩნევი ნათება გააჩნიათ და მათ ”მიჭისძვრის შუქებს” უწოდებენ. ასევე მეცნიერებმა შეამჩნიეს, რომ მიწისძვრის მოსალოდნელი ზონის მიმდებარე ტერიტორიაზე წყალბადის აირის დონე ათჯერ აღემატება ნორმას. სამწუხაროდ, ეს ფენომენი არ აღინიშნება ყველა მიწისძვრის დროს. მეცნიერები პროგნოზირებისათვის უამრავ სხვადასხვა ტექნოლოგიას იყენებენ, მაგალითად, დეფორმაციისა და დახრილობის აღმრიცხველ ხელსაწყოებს.

ნაპრალები
ნაპრალები დედამიწის ქერქში გიგანტური ზომის ბზარებს წარმოადგენენ. მათი სიგრძე სა სიღრმე ხშირად რამდენიმე კილომეტრს აღწევს. მიწისძვრა წარმოიქმნება იმ შემთხვევაში, როდესაც დედამიწის შიდა ფილების მოძრაობის შედეგად წარმოქმნილი წნევა აწვება ნაპრალის ქანებს.


ფილების მოძრაობა
ეს პროცესი თანდათანობით მიმდინარეობს, ამიტომ ტექტონური ფილების მოძრაობა მუდმივი არ არის. ხშირ შემთხვევაში ფილები უძრავ მდგომარეობაში საკმაოდ დიდხანს რჩებიან. როდესაც წნევის ძალა მეტია ქანების სიმკვრივეზე, ისინი სკდება და ფილები მოძრაობაში მოჰყავს.
მიწისძვრის ზუსტი დროის წინასწარი გათვლა შეუძლებელია. დეტალური მონიტორინგისა და სეისმური რუკების შედგენის შედეგად, მეცნიერები პროგნოზირებენ მიწისძვრის მხოლოდ სავარაუდო ადგილსა და დროს. ზოგიერთი დიდი მასშტაბის მიწისძვრა იწყება უმნიშვნელო სეისმური ტალღებით. მეცნიერებმა გამოიკვლიეს, რომ დიდ მიწისძვრებს წინ უძღვებათ ტალღების გავრცელების სიჩქარის ვარიაცია დროში. მცირე ცვლილებები დედამიწის ზედაპირზე და ლოკალური ცვლილებები დედამიწის მაგნუტურ ველებში, ასევე, მიწისძვრების წინაპირობას წარმოადგენენ.

თავდაცვითი ზომები
- ისეთ ქალაქებში, სადაც ხშირია მიწისძვრები, მაგალითად, სან-ფრანცისკოსა და ტოკიოში, ტარდება სპეციალური მოსამზადებელი კურსები, რომლებზეც მოსახლეობას უსაფრთხოების წესებს ასწავლიან.
- ბავშვებს საწოლებთან ყოველთვის უდევთ ფეხსაცმელების წყვილი და ფარანი, რათა საჭიროების შემთხვევაში ღამის სიბნელეში მოახერხონ თავის გადარჩენა.
- მიწისძვრის დროს უკეთესია თავშესაფარი იპოვოთ მაგიდის, ან კარების ჩარჩოს ქვეშ, რადგან ეს ისეთი ადგილია, რომელიც იშვიათად თუ ჩამოინგრევა. გარეთ გაქცევისას ნანგრევებში მოყოლის მეტი საშიშროება არსებობს.
- მიწისძვრით გამოწვეული ხანძრები უმალვე უნდა ჩაიქროს, რათა თავიდან ავიცილოთ მათი გავრცელება ბუნებრივი აირის წყაროებთან, რამაც შეიძლება აფეთქებები გამოიწვიოს.


четверг, 3 марта 2011 г.

დედამიწა 50 მილიონი წლის შემდეგ










   დედამიწა 50 მილიონი წლის შემდეგ ფორმას შეიცვლის, რადგან დედამიწაზე ბევრი ლითოსფერული მოვლენები, როგორიც არის: მიწისძვრა და ვულკანი ჩვენ ვიცით, რომ ლითოსფერული მოვლენები ფილების მოძრაობის და შეჯახების შედეგად წარმოიქმნება მრავალჯერადი შეჯახებების შედეგად დედამიწის ზედაპირი დაიშლება და ხმელეთს სხვადასხვანაირად დაყოფს.

    გარკვეული წლების შემდეგ დედამიწის სახე შეცვლილი ხმელეთი მთლიანად წყალში ჩაიძირება და აღარ იარსებებს, თუმცაღა მილიონობით წლის შემდეგ ხმელეთი ისევ დაიბრუნებს თავის სახეს და იარსებებს თუმცა ყველაფერი "ზეზვა და მზიას" დროში დაბრუნდება ადამიანი კი თავიდან განვითარდება
   დედამიწა 50 მილიონი წლის შემდეგ ფორმას შეიცვლის, რადგან დედამიწაზე ბევრი ლითოსფერული მოვლენები, როგორიც არის: მიწისძვრა და ვულკანი ჩვენ ვიცით, რომ ლითოსფერული მოვლენები ფილების მოძრაობის და შეჯახების შედეგად წარმოიქმნება მრავალჯერადი შეჯახებების შედეგად დედამიწის ზედაპირი დაიშლება და ხმელეთს სხვადასხვანაირად დაყოფს.

    გარკვეული წლების შემდეგ დედამიწის სახე შეცვლილი ხმელეთი მთლიანად წყალში ჩაიძირება და აღარ იარსებებს, თუმცაღა მილიონობით წლის შემდეგ ხმელეთი ისევ დაიბრუნებს თავის სახეს და იარსებებს თუმცა ყველაფერი "ზეზვა და მზიას" დროში დაბრუნდება ადამიანი კი თავიდან განვითარდება

   (( ეს ჰიპოთეზა ანუ აზრი იაკობ გოგებაშვილის სასწავლებელის 6 კლასის მოსწავლეების: აჩი ზაბახიძე, ლუკა იორდანიშვილი და ნიკა ნიშნიანიძის აზრია))